„რეალმა“ „ჟირონასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ჟირონასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს. სოლარის შეგირდები კატალონიურ კლუბს კვირას, თბილისის დროით 15:00 საათზე დაუპირისპირდებიან...
ერთდღიანი დასვენების შემდეგ, დღევანდელ სესიაზე ფეხბურთელებმა მაქსიმალური დატვირთვა მიიღეს.
ყურადღება გამახვილდა ბურთის ფლობაზე, ტაქტიკურ მონახაზებსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე.
სანტიაგო სოლარის ვარჯიშის ნახევარი დახურულ კარსმიღმა ჩაატარა.
ხვალ არგენტინელი სპეციალისტი ფინალურ სესიას გამართავს.
- 15 თებერვალი 2019
- 1 053
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.