„ბაიერნი“ ბეილს წლიურად 19 მილიონ ევროს სთავაზობს
მიუნხენის „ბაიერნის“ ნომერ პირველი სატრანსფერო მიზანი გარეთ ბეილია. გერმანული კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უელსელი წინახაზელი დაიმატოს...
„რეკორდმაისტერში“ ბეილს არიენ რობენის შემცვლელად მოიაზრებენ და თვლიან, რომ გარეთი ბუნდესლიგას შესანიშნავად მოერგება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნი“ ბეილს 5 წლიან კონტრაქტს და წლიურად 19 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც გაცილებით აღემატება, მის მადრიდულ ხელფასს.
გარდა ამისა „ბაიერნი“ ასაჯაროვებს სხვა დეტალებსაც. გერმანული მხარე მადრიდის „რეალს“ 110 მილიონ ევროს გადაუხდის და ბეილი კლუბის ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
საბოლოო სიტყვა ახლა „რეალზეა“.
- 15 თებერვალი 2019
- 1 483
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.