მსოფლიო პრესა ვინიციუს ჟუნიორს ხოტბას ასხავს
მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ვინიციუს ჟუნიორის არნახული პროგრესის შესახებ წერენ...
ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მადრიდის „რეალში“ უდიდესი ტალანტი თამაშობს.
ბრაზილიელს კრიშტიანო რონალდუს მემკვიდრეს უწოდებენ.
„უკეთესი, ვიდრე ნეიმარი“-ზოგიერი გამოცემა სწორედ ამ ფრაზებით გამოდის და მიიჩნევს, რომ „რეალისთვის“ რონალდუს მემკვიდრედ ვინიციუსის ყოფნა სჯობს, ვიდრე ნეიმარის, ვინაიდან ის მხოლოდ 18 წლის არის და უდიდესი კარიერა აქვს წინ.
ახალგაზრდა, უნიჭიერესმა ტალანტმა იმდენი უკვე მოახერხა, რომ მიმდინარე სეზონში „რეალის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.
ბრავო ვინი ! ! !
- 14 თებერვალი 2019
- 4 259
- 36