ვინიციუსი ჩემპიონთა ლიგაზე - 200 წუთი და 2 საგოლე გადაცემა
ვინიციუს ჟუნიორი ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად ადაპტირდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი სანტიაგო სოლარის 100%-იანი ნდობით სარგებლობს და გაცემულ ავანსებსაც ამართლებს...
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 200 წუთი ითამაშა და 2 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
საერთო ჯამში ვინიციუსს ჩემპიონთა ლიგაზე 3-ჯერ აქვს ნათამაშები, აქედან ორ შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ერთხელ მეორე ტაიმის მიწურულს გამოჩნდა მოედანზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში ბრაზილიელს საერთო ჯამში 46 გადაცემა აქვს გაკეთებული, რომლის 76%-იც ზუსტი აღმოჩნდა, ორჯერ კი უმწვავესი, რამაც მეტოქის კარში გოლის გატანა გამოიწვია.
სანტიაგო სოლარი ბრაზილიელს სრულ ნდობას უცხადებს და სრულიად „რეალი“ მობილიზებულია, რომ 18 წლის ფეხბურთელისგან სუპერ-ვარსკვლავი შექმნას.
- 14 თებერვალი 2019
- 1 189
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.