სოლარი:„გუარდიოლას შეუძლია France Football-ის შედეგებს გადახედოს“
სანტიაგო სოლარიმ „აიაქსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„სერხიო რამოსი მადრიდის „რეალის“ სიმბოლოა, მას ეპოქალურ ფეხბურთელად მივიჩნევ და ხვალინდელი დაპირისპირება ყველაფრის დასტური იქნება. კაპიტანი მადრიდული გუნდის მაისურს მე-600-ედ მოირგებს.“
„მარცხენა ფლანგი? ჯერ-ჯერობით არ ვიცი მარსელოს გამოვიყენებ თუ რეგილონს, გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული.“
„France Football-ის შედეგები? გუარდიოლას ერთ ძალიან კარგ რჩევას მივცემ, შეხედოს ამ მონაცემებს. ვფიქრობ, პეპის სამეულში ადგილს ეტაპობრივად მაინც მოვიპოვებთ.“
„ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გველის. კონკურენცია ძალიან დიდია, ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“
„მარსელო „რეალის“ ვიცე-კაპიტანია, ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბის წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს.“
„ამსტერდამული კლუბის სტადიონთან მადრიდის „რეალს“ დიდი მოგონებები აქვს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვიზიტები „რეალის“ სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. იმედი მაქვს, აღებულ კურსს არ გადავუხვევთ.“
„რეგილონი და ვინიციუსი? ორივე ფეხბურთელი მზად არის სათამაშოდ.“
„მარსელოს ვარჯიშიც კი სიამოვნებს, ბრაზილიელი საოცარი ფიგურაა.“
„გუარდიოლაზე მეტ განცხადებას არ გავაკეთებ.“
- 13 თებერვალი 2019
- 3 744
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.