კურტუა:„ჩვენ გვსურს ტრიპლეტი“
ტიბო კურტუამ „აიაქსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ ერთად ვიცავთ თავს და ერთად ვუტევთ. თერთმეტივე ფეხბურთელი ჩართულია გუნდის წინსვლასა და წარმატებაში.“
„დიახ, რა თქმა უნდა, გვსურს ტრიპლეტი, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. თუ ტიტულების მოგება გვინდა, თითოეულ მატჩს სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ.“
„როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, შეუძლებელია მოტივაცია დაკარგო, ყოველთვის ტიტულების მოგება გსურს.“
„VAR სისტემა? მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი გამოცდილება მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად ეს სისტემა უფრო დაიხვეწება. მივესალმები ჩემპიონთა ლიგაზე არსებულ ნოვაციას.“
„„აიაქსს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ტადიჩი, ზიეიჩი და სხვები ბოლომდე იბრძოლებენ ჩვენი კარის ასაღებად.“
„არავინ ფიქრობს, რომ ადვილი თამაში გველის. ამსტერდამული კლუბი საკუთარ მოედანზე ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად.“
„არაფრის მეშინია. გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას. სერიოზული ჩავარდნის შემდეგ ყველაფერი დალაგდა და კოლექტივი ფორმაში შევიდა.“
„მეკარეობა რთული რამ არის, ვინაიდან ნებისმიერ მომენტში შეიძლება შენმა მოძრაობამ ბევრი რამ გადაწყვიტოს.“
„ევროპაში არაერთი კარგი გუნდია, მაგრამ „რეალი“ საუკეთესოა.“
„„აიაქსის“ კიპერი? ის განსაკუთრებულო სტაბილურობით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ფორვარდებს მძიმე ამოცანის ამოხსნა მოუწევთ.“
- 12 თებერვალი 2019
- 2 672
- 65
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.