„რეალი“ და „ბარსელონა“ იოვიჩის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდიან
AS იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ ახალგაზრდა იოვიჩის დასამატებლად გერმანიაში საკუთარი წარმომადგენლები წარგზავნა. ფლორენტინო პერესს სურს, რომ კატალონიის „ბარსელონასთან“ არსებული ბრძოლა მოიგოს და ახალგაზრდა, ძალიან პერპსექტიული ფეხბურთელი მადრიდელი გახადოს...
21 წლის ლუკა დღითიდღე პოპულარული ხდება და მსოფლიო გრანდების ყურადღებას იპყრობს.
„ას“-ის ინფორმაციით, მადრიდულმა მხარემ წინადადება უკვე მოამზადა, რომელიც 45 მილიონიანია.
აქვე გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ფეხბურთელზე წარმოდგენა შეგექმნებათ.
- 12 თებერვალი 2019
- 1 560
- 9