ტენ ჰაგი:„„რეალთან“ წარმატება მხოლოდ მომენტების მაქსიმალური გამოყენებით შეიძლება“
„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მადრიდის „რეალსაც“ შეეხო...
„შიდა პირველობაზე არასტაბილური თამაში ვაჩვენეთ და რამდენჯერმე დავისაჯეთ კიდეც. მე ვფიქრობ, რომ მცირე ჩავარდა დასრულებულია და „რეალთან“ დაპირისპირებას მოწოდების სიმაღლეზე შევხვდებით. გუნდი მოტივირებულია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარ არენაზე გაიმარჯვოს.“
„კარიმ ბენზემა შესანიშნავ ფორმაშია. ფრანგი ფეხბურთელისგან დიდი საფრთხე მოდის, აქედან გამომდინარე, ყურადღებით თამაში გვმართებს.“
„დე იონგი ითამაშებს, ის მოედანზე პირველი წუთიდან გავა, კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსნილია.“
„ჩვენ უნდა გვქონდე სტრატეგია, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა მივყვეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ „აიაქსის“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ გამარჯვებულია. ამსტერდამში მოქმედი ჩემპიონი ჩამოვიდა და ამით ყველაფერი ნათქვამია.“
„„რეალმა“ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა. მქონდა საშუალება თვალი მიმედევნებინა, როგორც „ელ კლასიკოსთვის“, ასევე მადრიდული დერბისთვის. სანტიაგო სოლარიმ გუნდი წინ წაიყვანა და დღეს „ბლანკოსი“ მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„ვინიციუსი? ბრაზილიელი შესანიშნავი ახალგაზრდაა. ბოლო წლებში „რეალში“ არაერთი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელმაც თავი გამოიჩინა და ძირითად გუნდში დაიმკვიდრა თავი.“
„ფრენდი დე იონგი „ბარსელონას“ ფეხბურთელია, მაგრამ სეზონის ბოლომდე ჩვენთნ დარჩება და 100%-იანი მოტივაციით ითამაშებს, ის პროფესიონალია და ბოლომდე იბრძოლებს ჩემი კლუბის წარმატებისთვის.“
„სანტიაგო სოლარის „რეალი“ შემტევი გუნდია, თუმცა ფეხბურთელებმა იციან დაცვაში ზუსტი და ყურადღებიანი თამაშიც. არგენტინელმა ბრწყინვალე გუნდი ჩამოაყალიბა, რომელშიც ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების შერწყმა ხდება. შეუძლებელია ახალგაზრდა იყო და მოდრიჩისგან, კროოსისგან, რამოსისგან, ბენზემასგან და სხვებისგან დიდი გამოცდილება ვერ მიიღო.“
„„რეალი“ სეზონის სტარტზეც ფავორიტი იყო და ახლაც.„
„თუ ყველა სივრცეს ჩავკეტავთ, შეცდომებს არ დავუშვებთ და შექმნილ მომენტებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, სოლარის გუნდი მადრიდში წაგებული დაბრუნდება.“
- 12 თებერვალი 2019
- 1 690
- 14