სოლარი:„„რეალისთვის“ შეუძლებელია არაფერია, ზედიზედ მეოთხეს მოგება გვსურს“
სანტიაგო სოლარიმ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცლად ისაუბრა საკუთარ ფილოსოფიაზე, საფეხბურთო ხედვებზე, ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობასა და გუნდში არსებულ საერთო სიტუაციაზეა...
„გამოწვევა ძალიან დიდია. თითოეული დაპირისპირება რთული იქნება, რადგან ჩვენ უდიდესი ისტორიის და ფასეულობების მატარებული კლუბი ვართ. „რეალმა“ გასული 3 წლის განმავლობაში 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ვალდებულნი ვართ, ასეთი სვლა განვაგრძოთ.“
„„რეალი“ არასდროს დაივიწყებს თავის წარსულს, მაგრამ ყოველთვის წინ უყურება და მომავალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გუნდს 13-ჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული და ამით ძალიან ბევრ რამეს უნდა გაესვას ხაზი.“
„ჯგუფურ ეტაპს მარტივად ნამდვილად არ ჩაუვლია. დიახ, იყო გამარჯვებები, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, მაგრამ იყო მარცხებიც, რომელმაც დიდი ტკივილი მოგვაყენა, თუმცა მეტი მუშაობით და შემართებით შედეგს მივაღწიეთ.“
„ამსტერდამის „აიაქსი“ ისტორიული გუნდია, რომელსაც არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა აღუზრდია და დაუმტკიცებია, თუ რამხელა რესურსი აქვს. ჰოლანდიური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე უდიდეს გამოცდილებას ფლობს. ტრადიციები და ისტორია, რომელიც ამ გუნდს აქვს, კიდევ უფრო განვითარებული ხდება. „აიაქსს“ აქვს საკუთარი გეზი, რომელსაც არ ცვლის.“
„ჩემი დიდი ოცნება და გამოწვევა „მერენგებთან“ ერთად ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, „ლა კოპას“, ევროპის სუპერთასის, ესპანეთის სუპერთასის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებაა. ბავშვობიდან ვოცნებობ და ეს ჩვევა ახლაც მაქვს. როდესაც ამის შანსი არსებობს ყოველთვის ვიბრძვი, ხოლო როდესაც პრობლემებია, ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამოსავალი მოვძებნო. ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება ყოველთვის არის მომავალი წარმატების საწინდარი.“
„ფეხბურთელებს ძირითადი ფასეულობები უნდა ჰქონდეთ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. თავმდაბლობა, თავგანწირვა და სოლიდარობა. სამივე ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის რეალისტური შეფასებისთვის, პროგრესისთვის, გუნდური სულისკვეთების წარმოქმნისა და კოლექტიური წარმატებების გაზიარებისთვის.“
„ფეხბურთელები ერთმანეთის კონკურენტებად უნდა თვლიდნენ თავს, მაგრამ სპორტული ასპექტის იქით აუცილებლად უყვარდეთ ერთმანეთი. როდესაც კოლექტივში იდილიაა, წარმატების მიღწევა უფრო მარტივი ხდება.“
„ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგება? „რეალისთვის“ შეუძლებელი არასდროს არაფერი ყოფილა და ახლაც ასეა. თუ „რეალი“ ამას შეძლებს, გამოვალ და ვიტყვი, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ აღარ მოხდება.“
- 10 თებერვალი 2019
- 3 597
- 30
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.