კურტუა:„„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ემოციური იყო“
ტიბო კურტუამ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ. გარდა 3 ქულისა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ „ბარსელონასთან“ ბრძოლა გრძელდება და ყველაფერი ბოლო ტურებში გადაწყდება.“
„აღებულ ტემპს არ უნდა გადავუხვიოთ და ამსტერდამშიც ისე ვიასპარეზოთ, როგორც ეს „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებაში გავაკეთეთ.“
„„მეტროპოლიტანოზე“ ჩატარებული მატჩი ჩემთვის იოლი არ იყო. ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ასპარეზობა ემოციურად ყოველთვის რთულია.“
„ჩვენ გვქონდა კარგი დაცვა, კარგი კონტრშეტევა და რაც მთავარია დაბალანსებული ფეხბურთელი, რის ხარჯზეც 3 ქულა მოვიპოვეთ და ურთულესი დაპირისპირება დავასრულეთ წარმატებით.“
„კარგად ვიცოდით „როხიბლანკოს“ ძლიერი მხარეების შესახებ. ერთი სიტყვით, ძალიან სწორად გათვლილი მიზნები გვქონდა.“
„დიდი მადლობა „ატლეტიკოს“ ყველა ქომაგს, ვინც არ დამისტვინა. ჩემი 3 წლიანი ეპოქა, რომელიც სიმეონეს გუნდში გავატარე არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ახლა ცხოვრების სხვა ეტაპზე ვარ.“
- 10 თებერვალი 2019
- 1 984
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.