რამოსი:„„რეალი“ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის“
სერხიო რამოსმა „ატლეტიკოსთან“ მორიგი გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი დაამყარა. ესპანელმა ფეხბურთელმა სეზონში უკვე 11 გოლი მიითვალა...
„ყველანაირად ვეცადეთ, რომ მეტოქისთვის თავისუფალი სივრცეები არ მიგვეცა და ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. მე ვფიქრობ, რომ გამარჯვება რეალური იყო და ეს შევძელით კიდეც. „რეალმა“ ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და სასურველი შედეგიც დააფიქსირა.“
„ვიცოდით, რომ მეტოქე არაფრის დათმობას არ აპირებდა, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში ვიბრძოდით.“
„კარგია, რომ მეორე ადგილზე დავბრუნდით, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მხოლოდ ოთხეულით ვკმაყოფილდებოდით. ეს ყველაფერი არ არის, მიზანი ჩემპიონობაა და „ბარსელონას“ მთავარ ბრძოლას სწორად ახლა გამოვუცხადებთ.„
„არ იფიქროთ, რომ „ბარსელონა“ ჩვენზე არ ფიქრობს. ამ გუნდის თითოეული ფეხბურთელი ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ სეზონის ბოლომდე ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ დაიძაბება. დიახ, სხვაობა დიდია, მაგრამ არა აღმოუფხვრელი.“
„VAR სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ არსებობს კითხვისნიშნებიც, რომელიც აუცილებლად უნდა მოიხსნას.“
- 10 თებერვალი 2019
- 2 482
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.