„რეალმა“ ლა ლიგაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა
მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების წყალობით 45 ქულა მოაგროვა და თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ გადაასწრო...
დიეგო სიმეონეს გუნდს მადრიდულ დერბიმდე 44 ქულა ჰქონდა და ასეც დარჩა.
ამ წუთის მონაცემებით, სოლარის გუნდის ჩამორჩენა „ბარსელონასთან“ 5 ქულას შეადგენს, მაგრამ ვალვერდეს გუნდს ერთი მატჩი რეზერვში აქვს.
მაშ ასე, „რეალმა“ ბოლო დროს სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. 23 ტურის თავზე „ბლანკოსს“ 14 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება აქვს. დედაქალაქელთა ანგარიშზე 45 ქულაა და ყველა მადრიდისტა ინარჩუნებს ჩემპიონობის ილუზიას.
- 9 თებერვალი 2019
- 1 029
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.