სოლარი:„თუ ჩვენს სტილში ვითამაშებთ, დერბის მოვიგებთ“
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მსურს, პრესკონფერენცია სამძიმარით დავიწყო და გამოვთქვა ჩემი დიდი მწუხარება ემილიანო სალას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის.“
„ასევე მსურს, გამოვეხმაურო „ფლამენგოს“ ტრაგედიას. ვინიციუს ჟუნიორი შეშფოთებულია, ის შესანიშნავად იცნობდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ტრაგედია შეემთხვათ.“
„„ატლეტიკო“ საოცარი ენერგიის მატარებელი გუნდია, ეს კოლექტივი გათვლას ყოველთვის დიდი ენერგიის დახარჯვაზე აკეთებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სტილი არ დავკარგოთ, ამ შემთხვევაში სიმეონეს გუნდს დავამარცხებთ.“
„მოთამაშეები ძალიან ბევრს შრომობ და ცდილობენ, რომ სრული ბალანსი მოახდინონ.“
„ალვარო მორატას გოლი აღნიშვნაზე არ ვფიქრობ, ის პატივს სცემს მადრიდის „რეალს“.“
„ისკოსთან დაკავშირებით პასუხს თავს არასდროს ვარიდებ, მაგრამ ხანდახან უაზრო კითხვები მესმის, ამიტომ თქვენი კრიტიკა მიუღებელია. ალარკონმა დღევანდელ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო, ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაშია იგი.“
„სიმეონე ნამდვილი პროფესიონალია, მასთან ერთად მითამაშია კიდეც. დიეგოს ხედვები ყოველთვის მომწონდა. ის არის შემართული და მოგებაზე ორიენტირებული ადამიანი. სიმეონეს ყოველთვის დიდ წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ახლა ჩვენ კონკურენტები ვართ.“
„ზეწოლა კურტუაზე? მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დამატებითი სტიმული, რადგან ბელგიელი პროფესიონალია.“
„ასენსიოს და ბეილის დაბრუნება ძალიან ბევრს ნიშნავს. უელსელი და ესპანელი მომდევნო მატჩებში ძალიან ხშირად დაგვეხმარებიან.“
„ფიზიკური კონდიციების მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებიან იმისათვის, რომ ნებისმიერი თვალსაზრისით 100%-ით მზად იყვნენ.“
- 9 თებერვალი 2019
- 2 734
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.