მადრიდული დერბისთვის მზადება დასრულებულია
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარი დღეს კიდევ ერთხელ შეკრიბა საკუთარი შეგირდები და ფინალური ვარჯიში გამართა...
მადრიდული დერბისთვის მზადება დასრულებულია. მარკოს ლორენტეს გარდა არგენტინელი სპეციალისტის განკარგულებაში ყველა მოთამაშე იყო.
კოლექტივთან ერთად სრულფასოვან დატვირთვას იღებს ხესუს ვალიეხო და დიდი ალბათობით განაცხადშიც მოხვდება.
დღევანდელ სესიაზე დიდი ყურადღება მიექცა მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას, კარში ზუსტ დარტყმებსა და ბურთთან ურთიერთობას.
სიმეონეს გუნდთან შეხვედრა 9 თებერვალს, 19:15 საათზე აიღებს სტარტს.
- 8 თებერვალი 2019
- 1 602
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.