დასვენების დრო არ არის, „რეალმა“ დერბისთვის მზადება დაიწყო
მომქანცველი „ელ კლასიკოს“ მიუხედავად, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები უკვე გამოცხადდნენ საწვრთნელ ბაზაზე და „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს...
დერბისთვის მოსამზადებლად სანტიაგო სოლარის სულ რაღაც 2 დღე აქვს, აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებს დღეს დასვენების საშუალება არ მიეცათ.
„ელ კლასიკოში“ მონაწილე ფეხბურთელებმა დღევანდელ სესიაზე შედარებით ნაკლები დატვირთვა მიიღეს, დანარჩენებმა კი სრულფასოვნად ივარჯიშეს.
სანტიაგო სოლარი ხვალ კიდევ ერთ სესიას გამართავს, სადაც ყველა ფეხბურთელი 100%-ით დაიტვირთება.
აღსანიშნავია, რომ კოლექტივთან ერთად ვარჯიშობს ხესუს ვალიეხოს და ესპანელი ახალგაზრდა სულ მალე დაბრუნდება.
„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირება 9 თებერვალს, 19:15 საათზე აიღებს სტარტს.
- 7 თებერვალი 2019
- 1 386
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.