ბუტრაგენიო:„სწორი მიდგომების შემთხვევაში, „ელ კლასიკოს“ მოვიგებდით“
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო ფლორენტინო პერესთან ერთად კატალონიაში იმყოფებოდა. ემილიომ „ბარსელონასთან“ დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„პირველი 20 წუთის განმავლობაში 3 მომენტი გვქონდა, სადაც გოლები უნდა გაგვეტანა, მაგრამ როგორც სჩანს, მიდგომები არასწორი იყო. 1-1 არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ ტაიმში „ბლანკოსს“ თამაშზე სერიოზული დაღის დასმის საშუალება ჰქონდა.“
„მადრიდში საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვექნება და ვეცდებით, რომ ფინალში გავიდეთ, ყველაფერი მეორე 90 წუთში გადაწყდება.“
„ვინიციუს ჟუნიორის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბრაზილიელი ძალიან სწრაფია და ხშირად ამწვავებს თამაშს. მიხარია, რომ 18 წლის ასაკში, მისი თამაში ასეთი ხარისხიანია.“
„წინ „ატლეტიკოსთან“ თამაში გველის. რთული კალენდარი გვაქვს, მაგრამ ვეცდებით, რომ ძალები გადავანაწილოთ და რესურსი სრულად ავითვისოთ.„
- 7 თებერვალი 2019
- 1 655
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.