სოლარი:„გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ „ნოუ კამპზე“ ფრე ურიგო შედეგი არ არის“
სანტიაგო სოლარიმ „ელ კლასიკოს“ შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ლამაზი ფეხბურთი იყო და გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო. ჩემი აზრით, გამარჯვება შეგვეძლო, ვინაიდან ვინიციუს ჟუნიორს, ბეილსა და ბენზემას არაერთი ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა. სამწუხაროდ, 1 გოლი გავიტანეთ და ფრეს დავჯერდით, მაგრამ საერთო სურათი ცუდი ნამდვილად არ იყო, გუნდმა პროგრესი აჩვენა და ვფიქრობ, რომ „ბერნაბეუზე“ სერიოზული შანსი გვექნება.“
„ძველ „რეალთან“ შედარება უბრალოდ სისულელეა, იანვრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და შედეგები სახეზეა.“
„„ბლანკოსის“ მიზანი ნებისმიერ დროს გამარჯვებაა, მაგრამ შედეგი, რომელიც ახლა დავაფიქსირეთ, ურიგო არ არის, ვინაიდან ეს ორ რაუნდიანი ბრძოლაა.“
„მნიშვნელოვანია, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა. სამწუხაროდ, მარკოს ლორენტემ ტრავმა მიიღო, თუმცა ის ხვალიდანვე ექიმების მეთვალყურეობისქვეშ იქნება.“
„ლუკას ვასკესს ესპანური ხასიათი აქვს, ის ერთბაშაც ძლიერია დაცვასა და თავდასხმაში. ლუკასმა უდიდესი სამუშაო შეასრულა, რაც პირველ რიგში მისი არნახული გამბედაობიდან მოდის.“
„მარსელო 100%-ით მადრიდისტაა, ის მუშაობს იმისათვის, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდეს. ვიცე-კაპიტანმა იცის, თუ რამხელა საჭიროებას წარმოადგენს კოლექტივისთვის.“
„ვინიციუსი 18 წლის ასაკში „ნოუ კამპზე“ გავიდა და ძალიან გამბედავად ითამაშა, რასაც მასში ძალიან ვაფასებ. ბრაზილიელს უდიდესი მომავალი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ „რეალის“ თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, ვინი გადაცემებით მოამარაგოს და მომენტები შეუქმნას, ის კიდევ მოუმატებს.“
„სამწუხაროდ, მესიმ სასტარტოდან ვერ დაიწყო, თუმცა მაინც ითამაშა. როდესაც არგენტინელი მოედანზე შევიდა, „ბარსელონას“ შეტევა გაცილებით მრავალფეროვანი და აგრესიული გახდა, ის საოცარი ფეხბურთელია.“
- 7 თებერვალი 2019
- 3 230
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.