ნისტელროი:„„რეალი“ ფავორიტი არ არის, მაგრამ გამარჯვება შეუძლია“
რუუდ ვან ნისტელროიმ მოახლოვებულ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
„მადრიდის „რეალს“ გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ბოლო მატჩებში საოცარი პროგრესი აჩვენა.“
„აუცილებლად უნდა გამოვყო ვინიციუს ჟუნიორის თამაში, რომელიც კვირიდან კვირამდე უმატებს და ძალიან ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ენთუზიაზმით ითამაშებს და ეცდება, რომ მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოს.“
„„რეალის“ ხილვა კრიშტიანო რონალდუს გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ ეს ეპოქა წარსულს ჩაბარდა, „ბლანკოსი“ ახალ რელსებზე დგას.“
„ვერ ვიტყვი, რომ სანტიაგო სოლარის გუნდი ფავორიტია, თუმცა გამარჯვება შეუძლია. „ბარსელონა“ საშინაო არენაზე საოცრად ასპარეზობს. შანსებს თანაბრად ვაფასებ და ამასთანავე დავსძენ, რომ დაპირისპირება 180 წუთს გასტანს და არა 90-ს.
- 6 თებერვალი 2019
- 1 326
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.