21-ე საუკუნეში Copa Del Rey-ს მატჩებში „რეალი“ „ბარსელონას“ ჯაბნის
ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ 21-ე საუკუნეში მადრიდის „რეალს“ Copa Del Rey-ს ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში კატალონიის „ბარსელონაზე“ უკეთესი შედეგები აქვს.
პირველი დაპირისპირება 2010 წელს შედგა, როდესაც სამეფო კლუბმა 1-0 მოიგო და თასსაც დაეუფლა.
მეორე დაპირისპირება 2012 წელს შედგა, როდესაც „ბარსელონამ“ „ბერნაბეუზე“ 1-2 იმარჯვა, მესამე მატჩი ამ დაპირისპირების საპასუხოდ „ნოუ კამპზე“ შედგა, სადაც გუნდები 1:1-ზე შეთანხმდნენ. 2 მატჩის ჯამში კატალონიის „ბარსელონამ“ 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
2013 წელს „რეალმა“ „ბარსელონას“ „ბერნაბეუზე“ უმასპინძლა და შეხვედრა 1-1 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი „ნოუ კამპზე“ „თეთრებმა“ 1-3 მოიგეს და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.
2014 წელს „ბლანკოსმა“ და „ბლაუგრანამ“ „ლა კოპას“ ფინალი ითამაშეს, სადაც გამარჯვებული „რეალი“ გამოდგა, მადრიდელებმა 2-1 იმარჯვეს.
საერთო ჯამში 21-ე საუკუნეში „ბლანკოსს“ „ლა კოპაზე“ „ბარსელონასთან“ 3 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი აქვს.
- 5 თებერვალი 2019
- 1 381
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.