ვალვერდე:„„რეალი“ და „ბარსა“ თანაბარი დონის გუნდები არიან“
ერნესტო ვალვერდემ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუნებრივია, „ბლანკოსსაც“ შეეხო...
„მე ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალმა“ ძალიან მოუმატა და დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს. ბოლო კვირებში სოლარის გუნდის პროგრესი აშკარად აისახა, როგორც თამაშის ხარისხზე და გატანილ გოლებზე, ასევე სატურნირო ვითარებაზე.“
„„რეალი“ და „ბარსელონა“ თანაბარი ძალის გუნდები არიან, აქედან გამომდინარე, ფინალში ის კოლექტივი გავა, რომელიც მეტს იბრძოლებს და ნაკლებს შეცდომას დაუშვებს.“
„დიახ, „რეალს“ მოსამზადებლად ერთი დღით ნაკლები ჰქონდა, მაგრამ მსგავს სიტუაციაში ჩვენც ვყოფილვართ. მინდა ვუპასუხო სოლარის გამონათქვამებს კალენდართან დაკავშირებით, „ბარსელონა“ მსგავს სიტუაციაში ხშირად ყოფილა, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.“
„მესის თამაში ძალიან საეჭვოა, ექიმებთან ინტენსიურ კონსულტაციებს გავდივარ და გადაწყვეტილებას დაპირისპირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთობლივად მივიღებთ.“
„„რეალი“ „ნოუ კამპზე“ ყოველთვის კარგად თამაშობს. ბოლო „ელ კლასიკო“ მადრიდელებისთვის ნამდვილად ცუდად წარიმართა, მაგრამ მაშინ გუნდში პრობლემები იყო, ახლა კი ვითარება რადიკალურად სხვაგვარია.“
- 6 თებერვალი 2019
- 2 213
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.