ვინ დაიცავს „რეალის“ კარს „ელ კლასიკოში“?
ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ „ელ კლასიკოში“ სამეფო კლუბის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება...
როგორც სჩანს, სანტიაგო სოლარის სურს, რომ კოსტარიკელი კიპერის, კეილორ ნავასის მიმართ ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოავლინოს და „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩში სწორედ მას ანდოს კარის უსაფრთხოება.
„მარკა“ იუწყება, რომ ნავასი სამეფო თასის ორივე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დაიცავს „ბლანკოსის“ კარს, ხოლო ტიბო კურტუა გუნდს ლა ლიგის „ელ კლასიკოში“ დაეხმარება.
- 5 თებერვალი 2019
- 1 682
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.