„რეალმა“ გატანილი გოლების სტატისტიკა გამოასწორა
მადრიდის „რეალი“ ბოლო ტურებში ხშირად ახერხებს გოლების გატანას, რაც პირდაპირ აისახა კლუბის მიერ დაფიქსირებულ სტატისტიკაზე...
ციფრები შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის, მაგრამ პროგრესიც აშკარაა და სახეზე უკეთესი სტატისტიკა გვაქვს.
22 ტურის თავზე „ბლანკოსის“ ანგარიშზე 37 გატანილი გოლია. ლა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში სოლარის გუნდი საშუალოდ 1.7 გოლს იტანს, სულ ცოტა ხნის წინ 1.3-ს იტანდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლების რაოდენობით „ბლანკოსმა“ გადაუსწრო „სევილიას“ (36 გოლი), „სელტას“(34 გოლი) და „ატლეტიკოს“ (32 გოლი). სოლარის გუნდი მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩება, რომელმაც უკვე 60 ბურთს მოუყარა თავი და „ბლანკოსს“ მკვეთრად აღემატება.
რაც შეეხება გაშვებულ გოლებს. ამ მხრივ „ბლანკოსში“ კატასტროფული სიტუაციაა, ვინაიდან გუნდმა 22 ტურში 26 გოლი გაუშვა. გატანილი და გაშვებული გოლების მიხედვით „მერენგებს“ +11 მაჩვენებელი აქვთ.
იმედი ვიქონიოთ, „რეალი“ აღებულ ტემპს არ დააგდებს და თითო დაპირისპირებაში 2-3 გოლის გატანას გააგრძელებს.
- 4 თებერვალი 2019
- 1 795
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.