მისია შესრულებულია!
„ალავესთან“ დაპირისპირებაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს 2 მნიშვნელოვანი მისია ჰქონდათ და ორივე წარმატებით შეასრულეს...
პირველ რიგში საჭირო იყო 3 ქულის მოპოვება, ვინაიდან უშუალო კონკურენტებმა ქულაები დაკარგეს. სოლარის გუნდმა გაიმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
რაც შეეხება მეორე საკითხს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ „ალავესთან“ დაპირისპირებაში სერხიო რამოსს, ლუკა მოდრიჩს და ნაჩო ფერნანდესს ყვითელი ბარათი არ მიეღოთ, ვინაიდან სამივე ფეხბურთელს ლა ლიგაში 4 ყვითელი აქვს და ერთი გაფრთხილების შემდეგ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოუწევთ, „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ კი დისკვალიფიკაცია არავის აწყობდა.
წინ „ელ კლასიკოა“, „რეალი“ კი შესანიშნავ ფორმაშია. იმედი ვიქონიოთ, გამარჯვებების სერია „ნოუ კამპზეც“ გაგრძელდება.
- 4 თებერვალი 2019
- 2 319
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.