ვინიციუსი:„მე ვარ ბედნიერი, ძალიან ბედნიერი!“
ვინიციუს ჟუნიორმა მადრიდის „რეალის“ მორიგ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ბრაზილიელმა „ალავესის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მე ვარ ბედნიერი, ძალიან ბედნიერი, რადგან სანტიაგო სოლარი მენდობა და უკვე ბევრჯერ მომიწია სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობა. გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა გაახარა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ჩვენ გვსურს ბევრი გამარჯვება და სეზონის ბოლოს ჩემპიონობა.“
„არავითარი ემოციები. მშვიდად ვარ, ვუსმენ ჩემი ოჯახის წევრების და სამწვრთნელო შტაბის რჩევა-დარიგებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი ვაჩვენო და კიდევ უფრო მოვუმატო.“
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ მადრიდში ჩამოსვლიდან 6 თვის თავზე ამდენი მატჩი მექნებოდა ჩატარებული, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.“
„ზედიზედ გამარჯვებების სერია „ბარსელონასთანაც“ უნდა გავაგრძელოთ. თუ კატალონიურ კლუბს გავუტან, მატჩის შემდეგ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ.“
- 4 თებერვალი 2019
- 2 941
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.