სოლარი:„„ბარსელონას“ დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ“
სანტიაგო სოლარიმ „ალავესის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი მოედანზე გავიდა, სწრაფი ფეხბურთი ითამაშა, 3 ქულა მოიპოვა და მისია შეასრულა. ბრავო ფეხბურთელებს, დიდი მადლობა მათ. მჯეროდა, რომ სხვაობას შევამცირებდით და ასეც მოხდა. მადრიდის „რეალი“ სამივე ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს.“
„„რეალი“ არასდროს უყურებს მათემატიკას და ციფრებს. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ.“
„„ბარსელონამ“ გუშინ ითამაშა, ჩვენ კი დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალვერდეს გუნდს ერთი დღით მეტი აქვს „ელ კლასიკოსთვის“ მოსამზადებლად, მაგრამ მერწმუნეთ, აქ გადამწყვეტი ეს მცირე დეტალები არ არის.“
„მე მაქვს ჩემი პროგნოზი, „ბარსელონას“ 0-3 უნდა მოვუგოთ.რა თქმა უნდა ეს ჩემი ოცნებაა.“
„ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდი შედეგიან ფეხბურთს თამაშობს და სეზონის გადამწყვეტ ეტაპს კარგ ფორმაში ხვდება, თუმცა მერწმუნეთ, გაცილებით მეტის ჩვენება შეგვიძლია და ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში ვიმყოფებით.“
„კალენდარი რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ევროპის მასშტაბით დომინანტ კლუბებს ყოველთვის უწევთ დიდი დატვირთვის მიღება. ეს ჩვენთვის ახალი არ არის.“
„ვინიციუსი დაუჯერებლად დიდ პროგრესს აჩვენებს. ბედნიერი ვარ, რომ 18 წლის ფეხურთელს ამდენი შეუძლია, ის მუდმივად ამწვავებს სიტუაციას და ცდილობს, რომ გუნდს გოლების გატანაში დაეხმაროს. ვინის მიერ გატანილი გოლი „ალავესისთვის“ იმედის ჩამხშობი აღმოჩნდა, წერტილი კი მარიანომ დასვა.“
„გარეთ ბეილს პოზიცია შევუცვალე და ვინიციუსთან ფლანგი გავაცვლევინე. „ალავესი“ დაცვაში ძალიან ეფექტური იყო და მაინტერესებდა, უელსელი საპირისპირო ფლანგიდან უფრო პროდუქტიული იქნებოდა თუ არა, ასევე საინტერესო იყო ვინიციუსის უჩვეულო ფლანგზე გამწესებაც.“
- 4 თებერვალი 2019
- 4 090
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.