ლა ლიგაში რეგილონი მარსელოზე მეტს თამაშობს
ესპანური გამოცემა „მარკა“ საინტერესო ინფორმციას გვამცნობს. ალბათ ყველას გამორჩა ეს სტატისტიკა, თუმცა საკმაოდ ყურადღებამისაქცევია, რომ შიდა პირველობაზე, სერხიო რეგილონი მარსელო ვიეირაზე მეტს თამაშობს...
ესპანელი განაპირა მცველი ლა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში 492 წუთს მოითვლის, მარსელო ვიეირა კი 443 წუთს.
საწინააღმდეგოს მეტყველებს ჩატარებული მატჩების რაოდენობა. რეგილონმა ლა ლიგაში 7 დაპირისპირება ითამაშა, საიდანაც 6 შემთხვევაში სასტარტოში იყო. მარსელომ კი 12 დაპირისპირებიდან 11 დაიწყო სასტარტოში, თუმცა ბრაზილიელი მეორე ტაიმში ძალიან ხშირად იცვლებოდა, რეგილონი კი არა, რაც პირდაპირ აისახა მოედანზე ყოფნის წუთების სტატისტიკაში.
„მარკა“ ამ სტატისტიკით პირდაპირ მიუთითებს, რომ რეგილონი ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს მთავარ გუნდში და სანტიაგო სოლარის ნდობის მანდატით სარგებლობს, მარსელოს კი სულ მალე დიდი კონკურენციის პირობებში მოუწევს ასპარეზობა.
- 3 თებერვალი 2019
- 1 166
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.