„რეალის“ თავსატეხი „ატლეტიკოსთან“ დერბის წინ
ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალს“ 9 „ატლეტიკოსთან“ დერბის წინ ძალიან სერიოზული თავსატეხი აქვს...
საქმე იმაშია, რომ სერხიო რამოსს, ლუკა მოდრიჩსა და ნაჩო ფერნანდესს 4-4 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ „ალავესთან“ დაპირისპირებაში გაფრთხილების შემთხვევაში, მადრიდულ დერბის გამოტოვებენ, რომელიც „ატლეტიკოსთან“, 9 თებერვალს გაიმართება.
სანტიაგო სოლარი სამივე ზემოთხსენებულ ფეხბურთელს მოუწოდებს, რომ „ალავესთან“ ყურადღება გამოიჩინონ და ეცადონ გაფრთხილების გარეშე იასპარეზონ. ლუკა მოდრიჩის შემთხვევაში ეს ამოცანა შედარებით მარტივად შესასრულებელი იქნება, მაგრამ რამოსისა და ნაჩოს პოზიციიდან გამომდინარე, გაფრთხილების მიღების ალბათობა ძალიან მაღალია.
- 3 თებერვალი 2019
- 2 816
- 4