„ბარსელონამ“ ქულები დაკარგა, „რეალს“ სხვაობის შემცირების შანსი აქვს
კატალონიის „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ ბარიერი ვერ გადალახა და ქულები დაკარგა. „ღამურები“ „ნოუ კამპზე“ 0-2 იგებდნენ, მაგრამ მესის დუბლის წყალობით ვალვერდეს გუნდმა ანგარიში გაათანაბრა...
საბოლოო ჯამში შეხვედრა 2-2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალვერდეს გუნდმა 2 ქულა დაკარგა „რეალს“ სხვაობის შემცირების საშუალება მისცა.
თუ სოლარის გუნდი „ალავესს“ დაამარცხებს, სხვაობას 8 ქულამდე შეამცირებს.
22 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 50 ქულა მოუგროვდა, „რეალს“ 21 მატჩში 39 ქულა აქვს და ხვალ გამარჯვების შემთხვევაში 42-ს მოუყრის თავს.
- 2 თებერვალი 2019
- 2 480
- 50