AS - კატალონიის „ბარსელონას“ BBV შეუტევს
ესპანური გამოცემა „ას“ იუწყება, რომ სანტიაგო სოლარი კატალონიის „ბარსელონასთან“ სათასო მატჩისთვის გეგმებს უკვე ალაგებს...
მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს სურს, რომ ვალვერდეს გუნდს კარიმ ბენზემამ, გარეთ ბეილმა და ვინიციუს ჟუნიორმა შეუტიონ.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ძალიან გამოუცდელია, სოლარი თვლის, რომ მან დაიმსახურა „ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მიღება და კონკრეტულად ამ მომენტისთვის მარკო ასენსიოზე და ლუკას ვასკესზე ეფექტურად იასპარეზებს.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, BBV შეუტევს „ალავესსაც“ და წინა ხაზი „ელ კლასიკოს“ წინ კარგ რეპეტიციას გაივლის.
- 2 თებერვალი 2019
- 2 110
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.