ესპანელი ქომაგების 68% „ბარსელონას“ აფავორიტებს, 32% „რეალს“
ცნობილმა ესპანურმა გამოცემებმა სამეფო თასის 1/2 ფინალურ დაპირისპირებებთან დაკავშირებით გამოკითხვები აწარმოებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოულოდნელი შედეგები მიიღეს...
გამოკითხვაში მონაწილეობა 160 000-ზე მეტმა ქომაგმა მიიღო, რომელთაც 68% ფიქრობს, რომ „ლა კოპას“ ფინალში „ბარსელონა“ გავა, ხოლო 32%-ის აზრით, ფავორიტი მადრიდული გრანდია.
ანალიტიკოსების აზრით, ამ შედეგებს „ბარსელონას“ საოცარი სათამაშო ფორმა და მადრიდის „რეალის“ პრობლემები განაპირობებს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ექსპერტი აქვე დასძენს, რომ „ელ კლასიკოში“ 68%-იანი ფავორიტის სტატუსთ ვერასდროს ვერცერთი გუნდი ვერ ისარგებლებს, ვინაიდან ეს რადიკალურად განსხვავებული დაპირისპირებაა.
- 2 თებერვალი 2019
- 1 109
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.