მილიტაოს ბედი გარკვეულია!
ესპანური გამოცემა „ას“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ და პორტუგალიურმა „პორტომ“ ბრაზილიელი მცველის, მილიტაოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის გამო ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდო, თუმცა მილიტაოს ბედი გარკვეულია...
ბრაზილიელის სატრანსფერო თანხა 50 მილიონი ევროა, საიდანაც 6 მილიონი ევრო მის ყოფილ კლუბს, სან პაულოს ეკუთვნის.
მხარეები ამ შემთხვევაში სწორედ ამ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზად იყო, 50 მილიონი ევრო გადაეხადა და ის 6 მილიონი თავად „პორტოს“ დაეფარა, მაგრამ როგორც სჩანს, პორტუგალიურ მხარეს 50 მილიონის სუფთად მიღება სურს და დამატებითი 6 მილიონი ბრაზილიური მხარისთვის ისევ „ბლანკოსს“ უნდა გადაეხადა. ამ გარიგებაზე პერესი არ წავიდა და ყველაფერი ზაფხულისთვის გადაიდო.
„ას“ იუწყება, რომ შეთანხმება მიღწეულია და არსებობს გარკვეული სამართლებრივი დოკუმენტებიც, ხოლო რა ბედი ეწევა 6 მილიონის გადამხდელს, ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 2 თებერვალი 2019
- 1 134
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.