„რეალმა“ „ალავესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დღეს ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს. სოლარის გუნდის მეტოქე „ალავესი“ იქნება, მატჩი 3 თებერვალს არის ჩანიშნული...
„ჟირონასთან“ მატჩში დატვირთული ფეხბურთელები აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი დრიბლინგში, კარში ზუსტ დარტყმებსა და მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშზე გაამახვილეს ყურადღება.
მთავარმა მწვრთნელმა კოლექტივში რამდენიმე კასტილიელსაც უხმო.
ხესუს ვალიეხო გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და ცდილობს, რომ აღდგენითი პროცესი დროულად დაასრულოს.
ფინალური სესია ხვალ შედგება.
- 1 თებერვალი 2019
- 1 176
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.