„რეალს“ ურთულესი თებერვლის თვე ელის
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს თებერვლის თვეში ძალიან დიდი დატვირთვის მიღება მოუწევთ...
თვეს „ალავესთან“ დაპირისპირება გახსნის, რომელიც 3 თებერვალს არის ჩანიშნული.
6 თებერვალს სანტიაგო სოლარის გუნდი კატალონიის „ბარსელონას“ „ნოუ კამპზე“ დაუპირისპირდება, 9-ში კი თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ გაარკვევს ურთიერთობას.
ორი უმძიმესი მატჩის შემდეგ სანტიაგოს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გადაინაცვლებს და ამსტერდამს ესტუმრება. „აიაქსთან“ დაპირისპირება 13 თებერვალს შედგება.
17 თებერვალს, „რეალი“ „ჟირონას“ ამჯერად უკვე ლა ლიგის ეგიდით უმასპინძლებს.
23 ან 24 თებერვალს „ბლანკოსის“ მეტოქე „ლევანტე“ იქნება, 27-ში კი განმეორებითი „ელ კლასიკო“ ჩაინიშნა.
24 დღის განმავლობაში „მერენგები“ 7 დაპირისპირებას გამართავენ, საიდანაც 3 „ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან“ შედგება, რაც უდიდეს ენერგიას მოითხოვს.
წარმატებები ჩვენს გუნდს ! ! !
- 1 თებერვალი 2019
- 2 115
- 5