"El Clasico"-preview
თამაშის დღე/საათი: შანსი არაა არ იცოდეთ
ქვეყანა/ქალაქი: ესპანეთი, მადრიდი
თამაშის მეტსახელი: „ელ კლასიკო“
მოწინააღმდეგეები: თეთრი–„მადრიდის რეალი“ ლურჯ–წითელა „ბარსელონას“ წინააღმდეგ.
მასპინძელი: „მადრიდის რეალი“
სტუმარი: სტუმარი ღვთისაა, ვინც არ უნდა იყოს...
მეტოქის მიღწევები: ბევრი, მაგრამ არა იმდენი, რომ „რეალს“ დაეწიოს...
პრეზიდენტი: იურისტი და მომავალი პოლიტიკოსი (ნუ თვითონ ასე იძახის და)
დაარსების წელი: 1899 წლის 29 ნოემბერი
საშინაო სტადიონი: კამპ ნოუ (ტევადობა 98 772)
მწვრთნელი: ახალგაზრდა , ოდნავ თავმოტვლეპილი
მასპინძელთა სტადიონი: „სანტიაგო ბერნაბეუ“ (ტევადობა 80 354 )
დაარსების წელი: აქაურმა მადრიდისტებმა უნდა იცოდეთ.
პრეიზიდენტი: ოოო, მშენებელი (და განა მარტო შენობების).
მწვრთნელი: ესეც ოოო, ოღონდ სხვა გაგებით...აი ის, ვისაც ამ საიტზე ყველაზე მეტს აგინებენ.
ქვეყანა/ქალაქი: ესპანეთი, მადრიდი
თამაშის მეტსახელი: „ელ კლასიკო“
მოწინააღმდეგეები: თეთრი–„მადრიდის რეალი“ ლურჯ–წითელა „ბარსელონას“ წინააღმდეგ.
მასპინძელი: „მადრიდის რეალი“
სტუმარი: სტუმარი ღვთისაა, ვინც არ უნდა იყოს...
მეტოქის მიღწევები: ბევრი, მაგრამ არა იმდენი, რომ „რეალს“ დაეწიოს...
პრეზიდენტი: იურისტი და მომავალი პოლიტიკოსი (ნუ თვითონ ასე იძახის და)
დაარსების წელი: 1899 წლის 29 ნოემბერი
საშინაო სტადიონი: კამპ ნოუ (ტევადობა 98 772)
მწვრთნელი: ახალგაზრდა , ოდნავ თავმოტვლეპილი
მასპინძელთა სტადიონი: „სანტიაგო ბერნაბეუ“ (ტევადობა 80 354 )
დაარსების წელი: აქაურმა მადრიდისტებმა უნდა იცოდეთ.
პრეიზიდენტი: ოოო, მშენებელი (და განა მარტო შენობების).
მწვრთნელი: ესეც ოოო, ოღონდ სხვა გაგებით...აი ის, ვისაც ამ საიტზე ყველაზე მეტს აგინებენ.
ამინდის პროგნოზი: დილით – +15, შუადღისას– +21, საღამოთი– +12
დანარჩენი აწი თქვენთვის მომინდია.
მოკლედ, როგორც იქნა , მოვიდა და დადგა ის დღე, რასაც ნამდვილი მადრიდისტები ასე დიდი ხანია ელიან... უკაცრავად, განა მარტო მადრიდისტები, ბარსაისტებიც და საერთოდ მთელი საფეხბურთო სამყარო დიდის მოლოდინით ელის ამ მატჩს. მატჩს, რომელიც მინიმუმ სეზონში ორჯერ, ხოლო თუ გამართლებაა შესაძლოა უფრო მეტჯერაც გაიმართოს..
2001 წლიდან დღემდე უკვე ათი წელია, რაც ამ თამაშს ვადევნებ თვალს.. 2000 წლიდან იმიტომ, რომ მანამდე მიახლოებით 11 წლის ვიყავი და ფეხბურთი მაგრად არ მაინტერესებდა...სულ გავიძახოდი იმ სიტყვებს, რომელიც ეზომ გავრცელებულია ჩვენი მშობლების ლექსიკაში („ფეხბურთის ყურებას „სვარკის“ ყურება მირჩევნიაო).. უი, უკვე ჩემზე ვწერ... მოკლედ, რა მნშვნელობა აქვს როდის დავიწყე ყურება და რატომ, მთავარია, რომ მიყვარს სპორტის ეს სახეობა. შეუძლებელია გიყვარდეს ფეხბურთი და არ იცოდე თუ რას ნიშნავს „ელ კლასიკო“.
თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ფეხბურთის ზეიმია, ესაა დღე, როცა ტელეეკრანების (ვისაც უმართლებს იმათ კი სტადიონიდან) საშუალებით შანსი გეძლევა ნახო, თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი, ესაა ასე ვთქვათ სალექციო კურსი ფეხბურთთან დაკავშირებით, რომელსაც ორი დიდი, გამოცდილი და გამობრძედილი ლექტორები ატარებენ. ლექტორის როლში კი გვევლინებიან „ბარსელონა“ და „მადრიდის რეალი“. ზოგჯერ მასპინძლის როლში ბლაუგრანაა, ზოგჯერ კი „სამეფო კლუბი“. ლექციები ტარდება ისეთ საფეხბურთო უნივერსიტეტებში, როგორიცაა „კამპ ნოუ“ და „სანტიაგო ბერნაბეუ“. ამ მართლაცდა ორ უდიდეს და უმშვენიერეს საფეხბურთო ცოდნის ტაძრებში.
მიუხედავად იმისა, ვინ რას იტყვის, იქნება თუ არა ეს თამაში გადამწყვეტი ლა ლიგის ჩემპიონატში, შეუძლებელია, რომ ამ თამაშში არ იგრძნობოდეს დაძაბულობა. შეუძლებელია, რომ ამ თამაშს ფეხბურთელი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბანაკიდან იქნება ის, აგდებულად მოეკიდოს. თუ თვითონ მოიქცა ასე, მას ამას თავად გულშემატკივრები არ აპატიებენ.
დღეის მდგომარეობით, როგორც ერთ, ასევე მეორე კლუბს ქულათა თანაბარი რაოდენობა გააჩნიათ (77–77 ქულა), რაც ლა ლიგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ორივე კლუბი შესანიშნავად თამაშობს, როგორც სახლში, ასევე გასვლაზე. სახლში თამაშის მხრივ აუციელებლად უნდა აღვნიშნოთ „მადრიდის რეალის“ მაჩვენებლები, ვინაიდან ესაა ერთადერთი კლუბი ლა ლიგის ეგიდით, რომელსაც საშიანოა არცერთი მატჩი არ წაუგია. უფრო მეტიც , მას შინ არც ფრედ უთამაშია. ამის შემდეგ, კიდე რამე კითხვები გაქვთ?
ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ თამაშობს „ბარსელონას“ რიგებში , ასე რომ მოდით ცოტა რამ ვთქვათ თავად სავარაუდო ტაქტიკაზე, სათამაშო ფორმატზე და ა.შ.
„ბარსელონამ“ (მესიმ) კვირის შუაგულში „არსენალს“ მასტერ კლასები ჩაუტარა. ალბათ, ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ ეს იყო თამაში, სადაც ერთი ფებხურთელი მთელ გუნდს დაუპირისპირდა. ეს ერთი ფებხურთელი კი მართლაც რომ შეუდარებლად მოასპარეზე ლიონელ მესი იყო. მარტო არგენტინელმა აჩვენა „არსენალის“ მთელ გუნდს და მსოფლიოს თუ როგორ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავი. ეს იყო ერთი ფეხბურთელის ბენეფისი და შესაბამისად ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მინდა ვთქვა: „ბრავო მესი“. ბევრ თქვენგანს შესაძლოა ჩემი ეს სიტყვები გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ არა, მეგობრებო, სწორედ მან ერთმა მოიგო იმ საღამოს ის თამაში. დამეთანხმებით ამაში თუ არა, ეს უკვე თქვენი საქმეა.
არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ „ბარსელონა“ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო თამაშებში სწორედ ამ პატარა გენიოსს გააქვს კლუბისთვის მოგების მომტანი გოლები. ისაა ფეხბურთელი, რომელიც მიუხედავად იმისა, თუ რა დონის თანაგუნდელები ყავს (ფაქტია ისიც, რომ „ბარსას“ ნახევარდაცვის ხაზი საკმაოდ ძლიერი და ერთ–ერთი ყველაზე შესნაიშნავია, ერთ რამედ ღირს დაცვის ხაზში ხავი–ინიესტას დუეტის ყოლა), ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, დიახ, მე „მადრიდის რეალის“ გულშემატკივარი ვამბობ, რომ იგი საუკეთესოა დღეისთვის, ესაა ის აზრი, რასაც არგენტინელი ბოლო თვეებია, რაც ყოველ თამაშში ამყარებს. აბა ვინ დათვლის, რამდენი სოლო გარღვევა ქონდა მესის მარტო იმ თამაშში, რამდენჯერ ე.წ. „მარტივი ფინტებით“ (არა და ზოგჯერ გენიალურობა სწორედ სიმარტივეში იმალება) აუარა გვერდი მეტოქის ფეხბურთელებს? მეოთხედფინალში „არსენალის“ კარში გატანილი ოთხი გოლი მარტივი გასაკეთებელი ხომ არ გგონიათ? დიახ, ეს უსაზღვროდ ნიჭიერი ფეხბურთელია. უნდა დააფასო ის, რაც დასაფასებელია.
ბევრი იტყვის ალბათ, რომ მარტო მესის დაჭერა (რაც ძალიან ძნელია) რა მოგვიტანსო? ასეცაა, მარტო მესიზე თამაში არაფერს მოგვცემს, მაგრამ ის მატჩის მოსაგებად ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პირადად მე ვნახე პირველი კლასიკო „კამპ ნოუზე“ და მაშინ „რეალის“ დაცვის ხაზმა რამოსისა და არბელოას თაოსნობით შესანიშნავად გაართვა თავი მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. თუ ასე მოხდა მაშინ, რატომ არ შეიძლება იგივე დღესაც განმეორდეს? როგორც ზემოთ ვთქვი, მარტო მესის დაჭერა არაა გარანტი „ბარსელონას“ დამარცხებისა. ერთი კითხვა , რამდენმა კლუბმა შეძლო „ბლაუგრანას“ დამარცხება ამ და წინა სეზონში? არც თუ ისე ბევრმა, ასე რომ საქმე უფრო რთულადაა.
მარსელოს მარცხენა ფლანგზე დაყენება შეიძლება არ იყოს გამოსავალი. დანი ალეში და მესი ძალიან სწრაფები არიან. არბელოა მარცხენა ფლანგზე, რამოსი მარჯვენაზე , შესაბამისად ნათელია თუ რა მოვალეობა დაეკისრება მარცხენა ფლანგზე დაყენებულ მარსელოს, მან დანი ალვეშის სწრაფი ჩართვების შესაძლებლობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. მესის ერთ–ერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ იგი ბურთს არც თუ ისე ადვილად თმობს, ყოველთვის ცდილობს ცენტრში გავიდეს და შემდეგ დაარტყას, იშვიათია, როცა იგი მარცხენა ფლანგიდან აწოდებს ბურთებს, ეს უფრო ალვეშის მოვალეობაა. არბელოა სწორედ რომ დანი ალვეშის ფლანგზეა იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელის შეჩერებას მოედნის ცენტრშივე ვერ შეძლებს მარსელოა.
ოდესმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა, თუ როგორ ახერხებდა ხავი ამდენი გადაცემის გაკეთებას? აბა კარგად დაფიქრდით , აი გთავაზობთ ძალიან ლამაზ დიაგრამას.
თუ მას რომელიმე ერთ ფეხბურთელს დაუყენებთ, რომელიც ყველანაირად შეეცდება, რომ ეს ფეხბურთელი და ბურთი ერთმანეთს დააშოროს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ცენტრალური ნახევამრცველები და ცენტრალური მცველები იმიტომ აკეთებენ ამდენ გადაცემას, რომ მათ ამის დრო აქვთ, შესაბამისად საჭიროა სისწრაფე , დაავალეთ გრანეროს, ვდვ–ს და რონალდოს სწრაფი მოქმედება მეტოქის ნახევარზე იმისთვის, რომ ფეხბურთელებს არ ქონდეთ იმის დრო, რომ განსაზღვრონ თუ ვის უნდა გადააწოდონ ბურთი. დააძალეთ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს უფრო ძნელად გასაკეთებელი გადაცემების გაკეთება და შესაბამისად ჩვენს ნახევარზე გადამოსული ბურთების უმრავლესობა ჩვენი იქნება. ისინი მართლაც, რომ შესანიშნავი მეპასეები არიან, მაგრამ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ზეწოლისას შეცდომებს არ უშვებს. იგუაინი პიკეს უკან უნდა იდგეს და მას არ უნდა მისცეს საჯარიმოდან ბურთების ამოტანის საშუალება.
ერთი უმნშვნელოვანესი პრობლემა, არ უნდა მოხდეს მესისთვის პერსონალური მცველის მიჩენა, ვინაიდან ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. როგორც ვიცით, მესი ხშირად იცვლის ფლანგებს და მცველი, რომელსაც მის წინააღმდეგ პერსონალური თამაში ექნება დავალებული იძულებული იქნება გარემოებებისდა მიხედვით მოაშიშვლოს საკუთარი პოზიცია. ეს კი ნიშნავს, რომ ხავი შეძლებს ამ დატოვებული სივრცისკენ გადაცემის გაკეთებას და „ბარსელონა“ იმ ფეხბურთს ითამაშებს, რაც მას ჩვევია. მესის მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ბრწყინვალედაა მოწესრიგებული ყველაფერი საკუთარ დაცვის ხაზში, შეუძლია დრიბლინგის შესრულება, შესაბამისად ზოგჯერ იღბალიც უნდა იყოს ჩვენს მხარეს. მაგრამ დაავალო რომელიმე მცველს მისი პერსონალური მეურვეობა ძალიან დიდი შეცდომაა, ვინაიდან: 1. ეს სივრცეს უტოვებს ხავის და 2. რამდენჯერ შეძლო პერსონალურმა მეურვემ მესის თამაშისგან გამოთიშვა?
როგორც კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა, როცა „ბარსელონა“ დაამარცხა „ატლეტიკომ“:
„ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ „ბარსელონას“ ფეხბურთელებისთვის სეგვეზღუდა ჩვენს საჯარიმოში თავისუფალი ფებხურთელების მოძებნა. ეს იყო ის , რასაც ისინი ასე კარგად იყენებდნენ და ის, რაც ნებისმიერ კლუბს პრობლემას უქმნიდა.“
საკუთარ თავში დარწმუნებულები
როგორც ვთქვი, ორივე კლუბი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ერთსა და იმავე პოზიციაზე იმყოფება. მათ შესაძლო 90 ქულიდან 77–ს მოუყარეს თავი. თუ გადავხედავთ ორივე კლუბის წარმომადგენელთა განცხადებებს, მაშინ შეგვიძია ვთქვათ, რომ ეს თამაში არ იქნება გადამწყვეტი ლა ლიგის ჩემპიონის გამოსავლენად. მაგრამ დაძაბულობა უფრო „მადრიდის რეალის“ რიგებში იგრძნობა, ვინაიდან ისინი უკვე გამოვარდნენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან და შესაბამისად არ შეუძლიათ საკუთარ პრინციპულ მეტოქეებს წინ გასვლის საშუალება მისცენ.
„წინ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი“–განაცხადა გარაიმ AS–თან ინტერვიუში. “ნათელია, რომ ყველა წინ დარჩენილი შეხვედრა ძალიან ძნელია, ასე რომ მხოლოდ ერთ შეხვედრაზე კონცენტრირება არაფერს არ მოგვცემს.“
გუტი დარწმუნებულია, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფავორიტი „მადრიდის რეალია“. „ბარსა“ შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ ჩვენც ბრწყინვალე სტარტი გვაქვს აღებული“–განაცხადა ალონსომ Marca–სთან ინტერვიუში. “დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოგვეპოვება იარაღები მათი იწნააღმდეგობის გადასალახად. მე რომ მცველი ვიყო, კრიშტიანო რონალდუსა და იგუაინზე ვინერვიულებდი.“
ყოფილი „ლივერპულელი“ მართალია, „ბლანკოსები“ შესანიშნავ სეზონს ატარებენ, „ბილბაოს ატლეტიკოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ მათ 12 გამარჯვებას მოუყარეს თავი, ხოლო სახლში კი საერთოდ ერთი შეხვედრა არ წაუგიათ.
"ელ კლასიკო მორიგი მატჩია, რომელიც ჩასატარებელი დაგვრჩა.“–ეს ყველაზე არასტანდარტული გამონათქვამია, რომლის ავტორიც „მადრიდის რეალის“ მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გახლდათ.
"ელ კლასიკო მორიგი მატჩია, რომელიც ჩასატარებელი დაგვრჩა.“–ეს ყველაზე არასტანდარტული გამონათქვამია, რომლის ავტორიც „მადრიდის რეალის“ მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გახლდათ.
ვინაიდან კლუბებს არ უთამაშიათ ერთნანეთში მეორე თამაში, ამიტომაც ქულათა უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილის სათავეში „მადრიდის რეალია“ მოქცეული. შესაბამისად დღეს მან მინიმუმ 1:0 ზე უკეთესი სხვაობით უნდა მოიგოს, თუ სურს რომ შემდეგ ერთი წაგებისგან დაზღვეული იყოს.
თამაში, რომელიც ცნობილია, როგორც „მილენიუმის მატჩი“ შესაძლოა თავისი დრამატიზმით ჩამოუვარდებოდეს წინა სეზონის ანალოგიურ შეხვედრას, მაგრამ დარმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრას არანაკლები მაყურებელი ეყოლება.
პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ბოლო სამი შეხვედრა „მადრიდის რეალის“ წინააღმდეგ მოიგეს, თან მათ საშუალოდ სამი გოლი გაჰქონდათ ერთ თამაშში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პელეგრინის შეგირდებს ზედიზედ 12 მოგება დაუგროვდათ, ხოლო საშინაო 15 გამართული შეხვედრიდან 15–ივე მოიგეს.
„მადრიდის რეალის“ ფეხბურთელები კრიშტიანო რონალდუზე არიან კონცენტრირებულნი: მიუხედავად იმისა, რომ მესიზე ამ ბოლო დღეებში ხშირად საუბრობენ და მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებენ, არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სურს, რომ მისი საუკეთესოობა დაამტკიცოს. რონალდომ 27 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა „მადრიდის რეალის“ რიგებში ამ სეზონში. შესაბამისად 802 მლნ. ევროიანი ფებხურთელი „მადრიდის რეალის“ ერთ–ერთი უმთავრესი შემტევი ძალაა.
„ბარსელონას“ ფეხბურთელები ლიონელ მესიზე იქნებიან კონცენტრირებულნი: რისი თქმა შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე? „ბარსას“ მწვრთნელს „არსენალთან“ შეხვედრის შემდეგ სიტყვების თქმა უჭირდა. მიეცი მას სივრცე და მისი 37–ე გოლი 42 შეხვედრაში ეგრევე გამოცხვება.
ძირითადი დაპირისპირება: ლასანა დიარა v ხავი. წლების განმავლობაში „მადრიდის რეალი“ აქტიურად იყო დაკავებული კლოდ მაკელელეს შემცვლელის ძიებით, ეხლა კი ანალოგიურ ფუნქციას „ბლანკოსების“ რიგებში ლასანა დიარა ასრულებს. ის დღეს მოედანზე „შეეჩეხება“ ბარსელონას „ტვინს“ ხავის.
ბოლოსკენ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებელი:
ესპანეთის 2009/2010 წწ–ების ჩემპიონატის სტატისტიკა:
ჩემპიონატში ნათამააშევია 30 ტური და 300 შეხვედრა (78 %), სათამაშოდ დარჩა 80 შეხვედრა (22%). მასპინძლებმა მოიგეს–51 %, ფრედ დასრულდა–25%, სტუმრებმა მოიგეს 24 %, გატანილია 801 გოლი. საშუალოდ ერთ მატჩში გადის 2,67 გოლი. თამაშების 49%–ში კლუბებს გაჰქონდათ საშუალოდ 2,5 გოლზე მეტი.
კლუბების სტატისტიკა ლა ლიგის 2009/2010 წწ–ები სეზონის მიხედვით.
ბოლო ხუთი შეხვედრა
"მადრიდის რეალი"
მოიგო 5 შეხვედრა და მოიპოვა შესაძლო 15–დან 15–ვე ქულა.
"ბარსელონა"
მოიგო 5 შეხვედრა და მოიპოვა შესაძლო 15–დან 15–ვე ქულა.
ბოლო ხუთი შეხვედრა
"მადრიდის რეალი"
მოიგო 5 შეხვედრა და მოიპოვა შესაძლო 15–დან 15–ვე ქულა.
"ბარსელონა"
მოიგო 5 შეხვედრა და მოიპოვა შესაძლო 15–დან 15–ვე ქულა.
საშიანო და გასვლითი შეხვედრები
"მადრიდის რეალი"
სახლში ითამაშა 15 შეხვედრა, საიდანაც 15–ვე მოიგო–45 ქულა (ლა ლიგაში პირველი მაჩვენებელი)
სტუმრად ითამაშა 15 თამაში, საიდანაც 10 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 3 წააგო–32 ქულა (მე–2 მაჩვენელი ლა ლიგაში).
"ბარსელონა"
სახლში ითამაშა 15 შეხვედრა, მოიგო 14, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა–43 ქულა (მე–2 მაჩვენებელი ჩემპიონატში)
გასვლაზე ითამაშა 15 შეხვედრა, მოიგო 10, 4–ჯერ ფრე დაფიქსირდა, ხოლო ერთხელ წააგო – 34 ქულა (1–ლი მაჩვენებელი ლა ლიგაში)
"მადრიდის რეალი"
სახლში ითამაშა 15 შეხვედრა, საიდანაც 15–ვე მოიგო–45 ქულა (ლა ლიგაში პირველი მაჩვენებელი)
სტუმრად ითამაშა 15 თამაში, საიდანაც 10 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 3 წააგო–32 ქულა (მე–2 მაჩვენელი ლა ლიგაში).
"ბარსელონა"
სახლში ითამაშა 15 შეხვედრა, მოიგო 14, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა–43 ქულა (მე–2 მაჩვენებელი ჩემპიონატში)
გასვლაზე ითამაშა 15 შეხვედრა, მოიგო 10, 4–ჯერ ფრე დაფიქსირდა, ხოლო ერთხელ წააგო – 34 ქულა (1–ლი მაჩვენებელი ლა ლიგაში)
გატანილი და გაშვებული გოლები.
"მადრიდის რეალი"
სახლში გაიტანა 50, გაუშვა 13 (სხვაობა +37) (1–ლი მაჩვენებელი ლა ლიგაში)
სტუმრად გაიტანა 33, გაუშვა 13 (სხვაობა +20) (მე–2 მაჩვენებელი ლა ლიგაში)
სულ გაიტანა 83 გოლი, გაუშვა 26 (სხვაობა +57) (1–ლი მაჩვენებელი ლა ლიგაში)
"მადრიდის რეალს" პირველი გოლი გააქვს 28–ე წუთზე.
"მადრიდის რეალი" პირველ გოლს უშვებს 44–ე წუთზე.
"ბარსელონა"
სახლში გაიტანა 43, გაუშვა 9 (სხვაობა +34) (მე–2 მაჩვენებელი ლა ლიგაში)
სტუმრად გაიტანა 32, გაუშვა 10 (სხვაობა +22) (1–ლი მაჩვენებელი ლა ლიგაში)
სულ გაიტანა 75 გოლი, გაუშვა 19 (სხვაობა +56) (მე–2 მაჩვენებელი ლა ლიგაში)
"ბარსელონას" პირველი გოლი გააქვს 36–ე წუთზე.
"ბარსელონა" პირველ გოლს უშვებს 55–ე წუთზე.
"მადრიდის რეალი"
სახლში გაიტანა 50, გაუშვა 13 (სხვაობა +37) (1–ლი მაჩვენებელი ლა ლიგაში)
სტუმრად გაიტანა 33, გაუშვა 13 (სხვაობა +20) (მე–2 მაჩვენებელი ლა ლიგაში)
სულ გაიტანა 83 გოლი, გაუშვა 26 (სხვაობა +57) (1–ლი მაჩვენებელი ლა ლიგაში)
"მადრიდის რეალს" პირველი გოლი გააქვს 28–ე წუთზე.
"მადრიდის რეალი" პირველ გოლს უშვებს 44–ე წუთზე.
"ბარსელონა"
სახლში გაიტანა 43, გაუშვა 9 (სხვაობა +34) (მე–2 მაჩვენებელი ლა ლიგაში)
სტუმრად გაიტანა 32, გაუშვა 10 (სხვაობა +22) (1–ლი მაჩვენებელი ლა ლიგაში)
სულ გაიტანა 75 გოლი, გაუშვა 19 (სხვაობა +56) (მე–2 მაჩვენებელი ლა ლიგაში)
"ბარსელონას" პირველი გოლი გააქვს 36–ე წუთზე.
"ბარსელონა" პირველ გოლს უშვებს 55–ე წუთზე.
ფეხბურთელთა საშუალო ასაკი
"მადრიდის რეალი"
25,77 წელი.
ყველაზე ასაკოვანი: ერჟი დუდეკი (36 წლის)
ყველაზე ახალგაზრდა: მარსელო (21 წლი)
"ბარსელონა"
25,00 წელი.
ყველაზე ასაკოვანი: პინტო (34 წლის)
ყველაზე ახალგაზრდა: ტიაგო (18 წლის)
"მადრიდის რეალი"
25,77 წელი.
ყველაზე ასაკოვანი: ერჟი დუდეკი (36 წლის)
ყველაზე ახალგაზრდა: მარსელო (21 წლი)
"ბარსელონა"
25,00 წელი.
ყველაზე ასაკოვანი: პინტო (34 წლის)
ყველაზე ახალგაზრდა: ტიაგო (18 წლის)
ბუკმეიკერების პროგნოზი
BWIN
"მადრიდის რეალი" – 2,40
ფრე– 3,60
"ბარსელონა"– 2,60
WilliamHill
"მადრიდის რეალი" – 2,50
ფრე– 3,40
"ბარსელონა"– 2,70
BETCITY
"მადრიდის რეალი" – 2,50
ფრე– 3,40
"ბარსელონა"– 2,65
BWIN
"მადრიდის რეალი" – 2,40
ფრე– 3,60
"ბარსელონა"– 2,60
WilliamHill
"მადრიდის რეალი" – 2,50
ფრე– 3,40
"ბარსელონა"– 2,70
BETCITY
"მადრიდის რეალი" – 2,50
ფრე– 3,40
"ბარსელონა"– 2,65
პირადი სტატისტიკა
"მადრიდის რეალი"
იკერ კასილასი: 30 შეხვედრა და 2700 ნათამაშები წუთი, 26 გაშვებული ბურთი;
მარსელო: 28 შეხვედრა და 2405 ნათამაშევი წუთი, მიიღო 4 გაფრთხილება, შეცვალეს 4–ჯერ, 1 შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა.
ხაბი ალონსო: 26 შეხვედრა, 2292 ნათამაშევი წუთი, 2 გატანილი გოლი, 10 მიღებული გაფრთხილება, 7–ჯერ შეცვალეს.
"ბარსელონა"
ვიქტორ ვალდესი: 30 შეხვედრა, 2700 ნათამაშევი წუთი, 19 გაშვებული გოლი;
ხავი: 27 შეხვედრა, მოედანზე დაჰყო 2191 წუთი, გაიტანა 2 გოლი, მიიღო 2 გაფრთხილება, შეცვლაზე შემოვიდა 3–ჯერ, შეცვალეს 6–ჯერ;
მესი: 27 შეხვედრა და ნათამაშები 2175 წუთი, გაიტანა 26 გოლი, მიიღო 2 გაფრთხილება, შეცვვლაზე შემოვიდა 4–ჯერ, შეცვალეს 3–ჯერ;
"მადრიდის რეალი"
იკერ კასილასი: 30 შეხვედრა და 2700 ნათამაშები წუთი, 26 გაშვებული ბურთი;
მარსელო: 28 შეხვედრა და 2405 ნათამაშევი წუთი, მიიღო 4 გაფრთხილება, შეცვალეს 4–ჯერ, 1 შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა.
ხაბი ალონსო: 26 შეხვედრა, 2292 ნათამაშევი წუთი, 2 გატანილი გოლი, 10 მიღებული გაფრთხილება, 7–ჯერ შეცვალეს.
"ბარსელონა"
ვიქტორ ვალდესი: 30 შეხვედრა, 2700 ნათამაშევი წუთი, 19 გაშვებული გოლი;
ხავი: 27 შეხვედრა, მოედანზე დაჰყო 2191 წუთი, გაიტანა 2 გოლი, მიიღო 2 გაფრთხილება, შეცვლაზე შემოვიდა 3–ჯერ, შეცვალეს 6–ჯერ;
მესი: 27 შეხვედრა და ნათამაშები 2175 წუთი, გაიტანა 26 გოლი, მიიღო 2 გაფრთხილება, შეცვვლაზე შემოვიდა 4–ჯერ, შეცვალეს 3–ჯერ;
ასეა თუ ისე, დღესდიდი დღეა, ეს დღე დიდია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ საშუალება გვეძლევა საკუთარი თვალებით ვიხილოთ ეს ფეხბურთის ზეიმი. ესაა დღე, როცა ფეხბურთის ზეციური ღმერთებიც კი ზიან მრგავლი მაგიდის გარშემო და ისინი ტკბებიან ამ სანახაობის ცქერით. ეს თუ ასეა, მაშინ ჩვენ რაღა დაგვრჩენია. მოდით, კიდევ ერთხელ დავტკბეთ ამ სანახაობით და კიდევ ერთხელ მივცეთ ჩვენ თვალებს მოლხენის და ამავდროულად დასვენების საშუალება.. დასვენებისა, ვინაიდან ამ დროს შეუძლებელია თვალები დაიღალოს...
- 10 აპრილი 2010
- 3 653
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.