ბეილი მომდევნო სეზონში „ბაიერნში“ ან „მანჩესტერში“ გადავა
ბრიტანული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ გარეთ ბეილი ზაფხულში მადრიდის „რეალს“ დატოვება. ფლორენტინო პერესი სრულ განახლებას იწყებს, რისთვისაც მატერიალური რესურსი სჭირდება...
უელსელ ფეხბურთელზე პრეტენზიას არაერთი კლუბი აცხადებს, მაგრამ გამოიკვეთა 2 ფავორიტი.
ესენი არიან მიუნხენის „ბაიერნი“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“. ორივე მათგანი შემტევის სანაცვლოდ 100-120 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, რაც „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობისთვის მისაღებია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბებთან კავშირი აქვს ბეილის აგეტსაც. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარეთს მანჩესტერის ვარიანტი უფრო ხიბლავს, ვინაიდან პრემიერლიგას კარგად იცნობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც „ბაიერნის“ ახალი პროექტის ლიდერობაა ურიგო.
- 31 იანვარი 2019
- 2 178
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.