„პსჟ“ ნეიმარის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდა
ფრანგულ „პსჟ“-ს ნეიმართან დაკავშირებით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წინ უკვე მეორედ შეექმნა პრობლემა...
მედიკოსთა დასკვნის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელი შემტევი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ვერცერთ დაპირისპირებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რაც საოცარ ფორმაში მყოფ „იუნაიტედთან“ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ფაქტია, რომ ბოლო დროს ნეიმარი ძალიან ხშირად იღებს ტრავმას და გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში ვერ ეხმარება.
ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა ბრაზილიელის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს და მადრიდის „რეალს“ გააქტიურება მართებს.
- 30 იანვარი 2019
- 3 346
- 9