ლუკა იოვიჩი - „რეალის“ ახალი ინტერესი
მადრიდის „რეალის“ ახალ ინტერესს ლუკა იოვიჩი წარმოადგენს. ფეხბურთელი, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი გრანდის ყურადღება დაიმსახურა და არნახულ პროგრესს აჩვენებს..
ლუკა „ბენფიკას“ საკუთრებაა, მაგრამ იჯარის წესით ფრანკფურტის „აინტრახტში“ გამოდის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
აღსანიშნავია, რომ იოვიჩს გერმანიაში საოცარი სტატისტიკა აქვს. ლუკამ უკვე 25 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლი მიითვალა, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია.
იოვიჩი 21 წლისაა და „რეალს“ მისი ყიდვა ნამდვილად არ გაუმარტივდება, ვინაიდან ისეთ გრანდებთან მოუწევს ბრძოლა, როგორებიც „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ინტერი“ და სხვები არიან.
- 30 იანვარი 2019
- 1 484
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.