„რეალმა“ აზარისთვის ახალი წინადადება მოამზადა
Bernabeudigital იუწყება, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ლონდონის „ჩელსის“ ახალი წინადადებით მიმართა...
რამდენიმე დღის წინ, „არისტოკრატებმა“ მატეო კოვაჩიჩის გამოსყიდვის სურვილი გამოთქვეს და მადრიდის „რეალს“ დაუკავშირდნენ. როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესი მზად არის, ხორვატი ნახევარმცველი დათმოს და ინგლისურ მხარეს ახალი, ალტერნატიული წინადადებით მიმართა.
„ბლანკოსი“ თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ „ჩელსიმ“ აზარი უნდა დათმოს, ამასთან ერთად მადრიდული მხარე „ჩელსის“ ბიუჯეტში დამატებით 30 მილიონ ევროს ჩარიცხავს, საიდანაც 20 მილიონი ევრო ზაფხულშივე ჩაირიცხება, დანარჩენი 10 მილიონი კი 1 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად იქნება დაფარული.
- 29 იანვარი 2019
- 2 830
- 10