ვინიციუსი:„მსურს, რომ „რეალში“ დიდი ხნით დავრჩე“
ვინიციუს ჟუნიორმა სანტიაგო სოლარისგან ნდობა „ესპანიოლთან“ მატჩშიც მიიღო. ბრაზილიელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და საათზე მეტი ითამაშა...
„ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა. მნიშვნელოვანია, რომ სოლიდურ გამარჯვებას მივაღწიეთ, ახლა კი სამეფო თასზე გადავერთვებით.“
„კარიმ ბენზემამ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ფრანგი ყოველდღიურად მაოცებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეც ნაყოფიერი ვიყო. ბედნიერი ვარ ბენზემასთან ერთად თამაშით.“
„სოლარი დაუჯერებლად კარგი მწვრთნელი და ადამიანია, ის მუდმივად ითხოვს გოლებს და სწრაფ თამაშს.“
„როდესაც აქ მოვედი არავის უთქვამს, რომ 7 მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დავიწყებდი, მაგრამ ყველაფერი ხდება, როდესაც ბევრს შრომობ და ცდილობ გუნდს დაეხმარო. უბედნიერესი ვარ და მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გამოვჩნდები მოედანზე.“
- 28 იანვარი 2019
- 1 313
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.