პიატეკი:„„რეალის“ ინტერესი ბავშვური იყო“
კრიშტოფ პიატეკმა „ნაპოლის“ წინააღმდეგ „მილანის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი გამართა. შეხვედრა 0-0 დასრულდა...
„ჩემთვის საამაყო კლუბში ვარ. „მილანს“ უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს. აქ იმიტომ მოვედი, რომ ვხედავ პერსპექტივას, რომელიც არსებობს. ამ კლუბმა ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს და სულ მალე სერია „ა“-ს მოგებისთვის იბრძოლოს.“
„რეალის“ ინტერესი? ეს იყო ბავშვური ინტერესი, რომელიც სერიოზულად არც მიმიღია. პრესაში უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ვიდრე ჩემი და ჩემი წარმომადგენლების ირგვლივ. ასეთი ინტერესი სხვა კლუბებსაც ჰქონდათ. რატომ ავირჩიე „მილანი“? იტალიელები პირდაპირ დამიკავშირდნენ და დეტალები გამაცნეს, მადრიდელებთან კონტაქტი კი საერთოდ არ მქონია.“
- 27 იანვარი 2019
- 2 528
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.