მორატა:„„რეალის“ კარში გატანილ გოლს არასდროს აღვნიშნავ“
ალვარო მორატამ „ატლეტიკოს“ სამედიცინო შტაბში შემოწმების გავლის შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთა. ესპანელ ფეხბურთელს „რეალზეც“ ჰკითხეს და ისეთი პასუხი მიიღეს,რაც „როხიბლანკოს“ ქომაგებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ...
„მე ყოველთვის ვიყავი „რეალის“ ერთგული და ახლაც ძალიან გამიხარდება სამეფო კლუბის წარმატება, თუმცა პროფესიონალი ვარ და „ატლეტიკოსთვის“ ვითამაშებ. ტურინში „იუვენტუსში“ ასპარეზობის დროს „ბლანკოსს“ პრობლემები შევუქმენი, თუმცა ჩემი პოზიცია მაშინაც იგივე იყო, როგორიც ახლაა.“
„თუ „რეალს“ გავუტან, არ აღვნიშნავ, ვინაიდან ამ კლუბთან დიდი მოგონებები მაკავშირებს.“
„კონკურენცია? დიახ, ახლა მე „ბლანკოსის“ პირდაპირი კონკურენტი ვარ.“
- 27 იანვარი 2019
- 3 266
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.