ბუტრაგენიო:„მსაჯების გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს“
ემილიო ბუტრაგენიომ „ჟირონასთან“ შეხვედრა შეაფასა...
„ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. პირველი ტაიმის დასაწყისში გოლის გაშვებამ სიტუაცია გაამწვავა, მაგრამ ფეხბურთელებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს და ემოციებს არ აყვნენ. გუნდმა 4-2 გაიმარჯვა და სერიოზული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება.“
„მსაჯების გადაწყვეტილებაზე საუბარი არ ღირს. ამისთვის კომპეტენტური ხალხი არსებობს.“
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო დინამიკა, რომელიც ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, კოლექტივი მოწოდების სიმაღლეზე დგას და უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს.“
- 25 იანვარი 2019
- 2 828
- 28