პელეგრინი: "არავითარი შიში არ გამაჩნია ბარსელონასადმი"
პელეგრინიმ პრესასთან ურთიერთობისას განაცხადა, რომ ის არ თვლის ხვალინდელ თამაშს ფინალს და მისი აზრით ეს არ იქნება მატჩი, რომელიც გამოავლენს ჩემპიონს.
ჩილელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან და მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებენ, მაგრამ როგორც ზემოდ მოხსენიებულია ეს არ იქნება ფინალური მატჩი ჩემპიონობისთვის
"ფრე შინ მოთამაშე გუნდისთვის ცუდი შედეგია, მითუმეტეს ჩვენთვის და ასეთი პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ . ჩვენ არ ვართ დამოკიდებული სხვა გუნდის თამაშზე, ანუ თუ ჩვენი მეტოქე ძალზე ძლიერია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ასპექტში ჩამოვუარდებით მას, უკეთ ბურთის ფლობა მნიშვნელოვანია, თუმცა თამაშის შედეგზე ეს შეიძლება სრულიად საპირისპიროდ აისახოს."
"სპექტაკლი, რომელიც ხვალ იქნება ბერნაბეუზე, იმედია იქნება ძალძე სანახაობრივი და მაყურებლისთვის სასიამოვნო საყურებელი,რადგან მე დარწმუნებული ვარ როგორც მადრიდის "რეალი", ისევე როგორც "ბარსელონა" ამ დროისთვის შესანიშნავ ლამაზ და ლაღ ფეხბურთს აჩვენებენ."
პელეგრინის ჟურნალისტებმა ცოტა დამაინტრიგებელი კითხვა დაუსვეს , ეშინია თუ არა მას იმ გუნდის, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასე საოცრად გამოიყურება. რაზეც მან შემდეგი რამ უპასუხა:
"არასდროს არაფრის მეშინოდა, მე ვთვლი რომ კატალონიური კლუბი შესანიშნავად თამაშობს, თუმცა ფეხბურთელების მაქსიმალური თავდადების შედეგად ჩვენ დადებით შედეგს მივიღებთ"
ინფორმაციის წყარო:As.com
- 9 აპრილი 2010
- 1 780
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.