პერესი „რეალს“ ნეიმარის მეგობრებით აკომპლექტებს
ფლორენტინო პერესი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბრაზილიელი ნეიმარის ყველა სურვილი დააკმაყოფილოს და წინახაზელი მადრიდელი გახადოს...
ვინიციუს ჟუნიორი უკვე „რეალის“ ფეხბურთელია და გუნდში ფეხს იკიდებს, მომდევნო სეზონიდან იგეგმება როდრიგოს დამატებაც. ასევე თითქმის გადაწყვეტილია კიდევ ერთი თანამემამულის, მილიტაოს დამატება. გუნდში ისედაც ირიცხებიან მარსელო და კაზემირო, რომლებიც ნეიმარის ძალიან ახლო მეგობრები არიან.
ამდენი ბრაზილიელის ფონზე, ნეიმარმა მადრიდში თავი ძალიან კომფორტულად უნდა იგრძნოს. გარდა ამისა ის გახდება „რეალის“ ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და მიიღებს ყველა გარანტიას, რომელსაც „პსჟ“-ში ახლაც ფლობს.
როგორც სჩანს, ფლორენტინო წინახაზელს ვერ ივიწყებს და მის ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებს.
- 23 იანვარი 2019
- 2 533
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.