კასილია:„„რეალში“ ბოლოს ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი“
კიკო კასილია „ლიდსის“ ფეხბურთელია. ინგლისურ გამოცემებთან საუბრისას, ესპანელმა კიპერმა „ბლანკოსზეც“ ისაუბრა...
„სათადარიგო მეკარის სტატუსს წლების მანძილზე ვფლობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ გარკვეულ მატჩებში შანსი მომეცემოდა. ასევე ვთამაშობდი ესპანეთის „კოპა დელ რეი“-ს მატჩებში და საბოლოო ჯამში, სეზონის ბოლოს უთამაშებლობის განცდა არ მქონდა.“
„მიმდინარე სეზონში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, რაც ჩემთვის ადვილი ნამდვილად არ იყო.“
„კეილორ ნავასი სათადარიგო მეკარედ იქცა, ტიბო კურტუამ კი სასტარტოში დაიკავა ადგილი. გამოდიოდა, რომ ჩემთვის სათამაშო დრო უბრალოდ აღარ რჩებოდა.“
„ბოლოს ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ახალი კლუბი მომეძებნა. სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ჩემი პოზიცია გაიზიარა და საბოლოო ჯამში შეთანხმებას მივაღწიეთ.“
„ჩემთვის „რეალი“ ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. ეს არის კლუბი, რომელსაც უამრავი წელი დავუთმე და ასევე ბევრ ტიტულს ვფლობ. ყოველთვის გამიხარდება „დედაქალაქელთა“ წარმატება.“
- 22 იანვარი 2019
- 1 637
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.