აზარის „რეალში“ ტრანსფერი ზიდანის გამო ჩაიშალა
ესპანური გამოცემები ძალიან საინტერესო ინფორმაციას იუწყებიან, რომელიც ედენ აზარისა და ზინედინ ზიდანის ურთიერთობას ეხება...
ბელგიელ წინახაზელს არაერთხელ უთქვამს, რომ ზიზუ მისი კუმირია და მასთან მუშაობაზე ოცნებობდა.
გასული წლის მაისში აზართან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ბელგიელი აუცილებლად უნდა გამხდარიყო „ბლანკოსის“ შემადგენელი წევრი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, რაც გუნდიდან ზიზუს წასვლამ განაპირობა.
ტრანსფერი ფაქტობრივად ზიზუს დათხოვნის გამო ჩაიშალა. პირველ რიგში მწვრთნელის მხრიდან აღარ არსებობდა ედენზე მოთხოვნა და მეორე რიგში თავად ბელგიელმაც თავი შეიკავა, ვინაიდან აღარ იცოდა, რას გეგმავდა „ბლანკოსი“ ზიზუს გარეშე.
- 22 იანვარი 2019
- 2 938
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.