„რეალმა“ სატრანსფერო შეთანხმებას მიაღწია?
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მანჩესტერ „სიტისთან“, „ჩელსისთან“ და „ლივერპულთან“ არსებული ბრძოლა მოიგო და შეთანხმებას მიაღწია...
საქმე ეხება ედერ მილიტაოს ტრანსფერს, რომელსაც „პორტო“ 50 მილიონ ევროს სანაცვლოდ ასხვისებდა.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება, თუმცა უამრავი გამოცემა იტყობინება, რომ შეთანხმების ყველა დეტალი ცნობილია.
საუბარია 6 წლიან კონტრაქტზე, რომელიც ზაფხულში გაფორმდება და 2025 წელს ამოეწურება ვადა.
- 21 იანვარი 2019
- 3 431
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.