ლასი: ხვალ სეზონის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება
სამეფო კლუბის ფრანგმა ფეხბურთელმა, ლასანა დიარამ განაცხადა, რომ სამეფო კლუბს ხვალ გამარჯვება მართებს, რადგან "ელ კლასიკო" იქნება სეზონის გადამწყვეტი მატჩი. ახალგაზრდა ნახევარმცველის აზრით პრიმერა დივიზიონს სწორედ ხვალინდელ თამაშში გამარჯვებული გუნდი მოიგებს...
"ჩვენ ვალდებულნი ვართ ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე და მოვიპოვოთ გამარჯვება, სხვაგვარად რეალის შანსები ძალიან შემცირდება, დარწმუნებული ვარ შეგვიძლია კატალონიელთა დამარცხება, ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტად ვითვლებით".
"ძალიან მსურს, რომ ითამაშოს კარიმ ბენზემამ, მე მას რამდენჯერმე ვესაუბრე და დავრწმუნდი, რომ იგი თავის ადგილს მაინც იპოვის რეალში. მას ძალიან სურს "ელ კლასიკოში" მონაწილეობის მიღება. დარწმუნებული ვარ პელეგრინი მას ნახევარი საათით მაინც ენდობა".
"ბარსელონას ძლიერი შეტევის ხაზი ჰყავს ზლატანისა და მესის სახით. არგენტინელი ფეხბურთელი ყოველდღიურად პროგრესირებს და მის წინააღმდეგ გაორმაგებული ყურადღებით მოგვიწევს თამაში, მას არ უნდა მიეცეს სივრცე, რათა ვერ ითამაშოს საკუთარი თამაში".
"ნებისმიერი ანგარიში, რომელიც 3 ქულას ჩაგვიწერს აქტივში, ჩემთვის მისაღებია. მთავარი გამარჯვებაა, ანგარიში კი მეორეხარისხოვანია".
- 9 აპრილი 2010
- 1 534
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.