Marca - „რეალს“ „ბარსას“ მსგავსი მომენტი 2016 წელს ჰქონდა
ესპანური „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალს“ 2016 წელს ზუსტად ანალოგიური მომენტი ჰქონდა, როგორიც ახლა კატალონიის „ბარსელონას“ აქვს და ტურნირიდან მოკვეთა ემუქრება...
2016 წელს გუნდში ალვარო ტეხერო გამოჩნდა, რომელიც ქვედა ლიგაში დისკვალიფიცირებული იყო.
მაშინ შესაბამისმა ორგანომ „რეალი“ დაინდო, ვინაიდან ერთ-ერთი მუხლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ისეთი ფეხბურთელის მოედანზე გაყვანა, რომელსაც დისკვალიფიკაცია არა წითელი ბარათის, არამედ დაგროვებული ყვითელი ბარათების მიხედვით აქვს, შეცდომას წარმოადგენს, მაგრამ ამის გამო ტურნირიდან მოკვეთა/არმოკვეთის საკითხი რადიკალურად არ არის გადაწყვეტილი და შესაბამისი სამსახურის დისკრეციას წარმოადგენს.
- 18 იანვარი 2019
- 2 773
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.