„რეალი“ ვერნერს არ ეშვება
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის ინტერესი სხვა ფორვარდებისკენ არის მიმართული, ტიმო ვერნერის მიმართ ინტერესი კვლავ არსებობს...
შეთანხმებას ფასი აჭიანურებს, რადგან „ლაიფციგი“ მაქსიმალურად ცდილობს, ფორვარდის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი თანხა მიიღო, ფლორენტინო პერესი კი ვერნერისა და მისი კლუბის კონტრაქტით სარგებლობს, რომელსაც ვადა მალე ეწურება და დროის გასვლასთან ერთად ფეხბურთელის ფასიც იკლებს.
„ბლანკოსი“ მზად არის ტრანსფერი ოფიციალურად იანვარშივე გამოაცხადოს, თუ „ლაიფციგი“ 45 მილიონიან წინადადებას დაეთანხმება, მაგრამ გერმანელებს ამ საკითხზე რადიკალური პოზიცია აქვთ.
ტიმოს ტრანსფერი ასევე დიდად იქნება დამოკიდებული ჯენოელ პიატეკთან მოლაპარაკებებზე. თუ „ბლანკოსმა“ ახალგაზრდა იყიდა, ვერნერი „რეალის“ რადარიდან გაქრება.
- 16 იანვარი 2019
- 1 826
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.